კიევში დაბომბვის შედეგად 12 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა

16 მარ 2022

კიევში დაბომბვის შედეგად 12 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს დილით შევჩენკოს რაიონში მოხდა. მათივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გვერდით მდებარე 9 სართულიანი კორპუსიც.

მაშველებმა შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდაცია დაიწყეს. ბოლო მონაცემებით დაშავებულია სულ მცირე 2 ადამიანი.