IDFI-ის სამართლებრივი შეფასება: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია

15 მარ 2022

„სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პრეზიდენტის ქმედებების სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ვრცელ განმარტებას ავრცელებს, რის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.