რივენის რეგიონში სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

15 მარ 2022

უკრაინის დასავლეთით რივენის რეგიონში სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია 9 დაშავებულის შესახებ.

რივენის რეგიონში ავიაიერიში რამდენიმე საათი გრძელდებოდა, შედეგად კი სატელევიზიო ანძა დაზიანდა.