რუსეთის ჩემპიონატი კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

15 მარ 2022

რუსეთის ჩემპიონატი ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა – „ურალიდან“ ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის წასვლის შემდეგ ვოლგოგრადის „როტორის“ დატოვების გადაწყვეტილება ილია ბერიაშვილმა და ბექა ქავთარაძემ მიიღეს.

ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთში და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა – მაგრამ მხოლოდ სეზონის ბოლომდე, ზაფხულში ეს მოთამაშეები გუნდებს უნდა დაუბრუნდნენ.

როტორიდან“ და „ურალიდან“ წამოსული ფეხბურთელების მენეჯერები მუშაობენ, რომ ამ ოთხეულმა რუსული კლუბები ზაფხულის შემდეგაც დატოვონ.