ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმა

14 მარ 2022

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი "ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

აღნიშნულ სანქციებზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა საფრანგეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რუსეთის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ანულირებული იქნება.