კარატისტების წარმატება

25 დეკ 2016

ქობულეთელმა  სპორტსმენმა, ნოდარ ხაჯიშვილმა  ოქროს მედალი მოიპოვა. ირანში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით კიდევ 5-მა  სპორტსმენმა იასპარეზა.  შეჯიბრება სპორტული კარატეს წესებით, კატაში და კუმეტეში ჩატარდა და მასში სხვადასხვა  ქვეყნის 2 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. თეირანში  ქართველმა სპორტსმენემა წვრთნები ირანის კარატეს უმაღლესი ლიგის ბანაკში გაიარეს, ასევე მოისმინეს სემინარი კარატე-დოში.