დღეს ბათუმის "დინამო" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს

13 მარ 2022

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა მეოთხე ტურის მატჩებით განახლდება.

მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" საკუთარ კედლებში თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.

შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
ეს გუნდები  მიმდინარე წელს საქართველოს სუპერთასის ფინალში შეხვდნენ და ტიტული პენალტების სერიაში ბათუმელებმა მოიპოვეს.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას 3 ტურის თავზე ორივე გუნდს თანაბარი 6-6 ქულა აქვს, თუმცა გია გეგუჩაძის გაწვინილი "დინამო" უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით   ცხრილის სათავეში არის.

დღესვე კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. 21:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.