ბათუმის "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელებმა გატანილი გოლის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს

12 მარ 2022

ბათუმის "დინამოს" აკადემიის 17 წლამდელთა გუნდი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "Ateits cup 2022"-ზე ასპარეზობს.

ბათუმელმა ფეხბურთელებმა გატანილი გოლის შემდეგ უკრაინის დროშა გაშალეს და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

 

ვიდეო: თემო ფარსენაძე.