"ბორჯღალოსნებმა" გასვლაზე რუმინეთი დაამარცხეს

12 მარ 2022

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში გასვლაზე რუმინეთი დაძაბულ შეხვედრაში 26:23 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და ტაბლოზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, თუმცა იყო შეხვედრაში ეპიზოდები, სადაც ქართველები შეცდომებს უშვებენ.

საბოლოო ჯამში კი საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 ქულის სხვაობით მოიგეს.

საქართველომ ევროპა 1-ის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე C ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ერკინება.

4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატს საქართველო 15 ქულით ლიდერობს. 

მეორე პოზიციაზე არის 3 მატჩში დაგროვილი 13 ქულით ესპანეთის ნაკრები. 

ესპანელები ხვალ მეოთხე ტურის მატჩში პორტუგალიას უმასპინძლებენ.

ჩემპიონის ბედი სწორედ ბოლო ტურში საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა.

მატჩი 20 მარტს საქართველოში ჩატარდება.