„მოვითხოვთ დეოკუპაციას!“ - რუსების საპროტესტო აქცია თბილისში

12 მარ 2022

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი გმობენ ომს, მოითხოვენ დეოკუპაციას და ქართველ და უკრაინელ ხალხს უცხადებენ სოლიდარობას.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის სახელმწიფო დროშა გაშალეს.