12 მარ 2022
ევროპარლამენტარები უკრაინის მხარდასაჭერად ლვოვში ჩაფრინდნენ და მარიუპოლის მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვაც ჩაწერეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლს განუწყვეტლივ ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ დაიბომბა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო.
ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება, რადგან ე.წ. მწვანე დერეფნებს რუსები ესვრიან.