შეხვედრა მოსახლეობასთან

11 მარ 2022

ავარიული სახლები, სოციალური პრობლემები და ქუჩების კეთილმოწყობა  - ეს პრობლემები დაასახელეს  ბათუმის მერთან შეხვედრაზე აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა.

მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულ უბანში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.

დაპირებებს შორისაა სარეკრეაციო სივრცეების, გზებისა და ეზოების მოწყობა.