5 ივლისის საქმე

10 მარ 2022

5 ივლისის საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში  ის მოწმეები იკითხებიან, რომლებმაც მოძალადე პირები ამოიცნეს. დაიკითხებიან სამართალდამცავები და ოპერატორები.

პროკურატურა ასევე სასამართლოზე გაასაჯაროვებს 5 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე  ძალადობის ამსახველ ვიდეო მასალებს. 

10 ბრალდებულს  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის  მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.