10 მარ 2022
შშმ და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა გაიზარდა. წელს, პროგრამის ფარგლებში 200 ბენეფიციარი ისარგებლებს. ბიუჯეტი კი 201 703 ლარია.
პროგრამის ფარგლებში დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჯიმშერ ბერიძეს სავარძელ-ეტლი გადასცეს. იგი 2008 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.