რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინის ომში წვევამდელები მონაწილეობდნენ

09 მარ 2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წვევამდელები იბრძვიან.

"სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აღმოჩნდნენ წვევამდელები, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", - აღნიშნულია  თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.