აშშ უკრაინისთვის $13.6 მილიარდის დახმარებას გამოყოფს

09 მარ 2022

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით 13.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.

აღნიშნული თანხის დაახლოებით ნახევარი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სექტორს მოხმარდება, ხოლო მეორე ნახევარი უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების თავდაცვას.