რუსი მიგრანტების შემოსვლა საქართველოში - შეფასებები

09 მარ 2022

ოპოზიცია ისევ ითხოვს გადაიხედოს სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის და 1 წლიანი უვიზო რეჟიმი შეიცვალოს მინიმუმ 1 ან 3 თვემდე ვადით. ისინი კრიტიკულად უყურებენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლას.

უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საფრთხე არ შექმნას.