აჭარაში კოვიდის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

09 მარ 2022

9 მარტის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 564 საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 160. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პაციენტი.

40 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.