რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ევროკავშირის 4 ქვეყანა გამოიძიებს - უცხოური მედია

09 მარ 2022

რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ევროკავშირის 4 ქვეყანა გამოიძიებს. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებიც კრემლის სამხედრო დანაშაულს გამოიძიებენ ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანიაა.​