საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცეს

08 მარ 2022

ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შვილთან და დეპუტატებთან ერთად. ესაუბრნენ არსებული ვითარების შესახებ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეებს, ქალთა დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.