შეხვედრა ბიზნესასოციაციისა და ბანკების ხელმძღვანელებთან

08 მარ 2022

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი  მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია.პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში.