ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს

08 მარ 2022

ევროკავშირში საქართველოს განაცხადის განხილვა დაწყებულია. გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა რეფორმები, რომლებიც წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია.

აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან - ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტარების მხრიდან.

საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს და ვერ იყენებს შესაძლებლობას - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.