პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით 14 მარტს მიმართავს

08 მარ 2022

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია.

დილით  გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს.

მანამდე იქნება ბიუროს სხდომა, სავარაუდოდ 9 მარტს რომელზეც  14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

აქვე გეტყვით, რომ  სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" უმრავლესობამ არ გაიზიარა.