დღეს ბათუმის "დინამო" გორის "დილას" დაუპირისპირდება

08 მარ 2022

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართება.

ბათუმის "დინამო" გასვლაზე გორის "დილას" ესტუმრება.

ორი ტურის შემდეგ "დინამო" 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო გორელები 3 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან.

მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. 

მეორე მატჩში კი ერთმანეთს თბილისის "საბურთალო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.