მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება - ღარიბაშვილი 

07 მარ 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ქვეყანას არავითარი საშიშროება და საფრთხე არ ემუქრება.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.