ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს ყველა თანამდებობა ჩამოართვა

06 მარ 2022

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს და მის მილიარდერ მეგობარს, არკადი როტენბერგს ორგანიზაციაში დაკავებული ყველა თანამდებობა ჩამოართვა. ამის შესახებ ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

მანამდე ძიუდოს ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა და უარი თქვა რუსეთში შეჯიბრებების გამართვაზე.

ძიუდოს ფედერაციას ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაციამაც მიბაძა და რუსეთის პრეზიდენტს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვა.