აქტივისტებმა თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი უკრაინული დროშის ფერებში შეღებეს

05 მარ 2022

სამოქალაქო აქტივისტებმა თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი შეღებეს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ვარსკვლავი პროტესტის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში შეიღება. აქტივისტებმა ასე გამოხატეს პროტესტი იმ მომღერლის ვარსკვლავის არსებობაზე, რომელიც კრემლში კონცერტს მართავს.

6 მარტს, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტზე რუსებთან ერთად იმღერებენ წარმოშობით ქართველი მომღერლებიც, მათ შორის არის თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი..კონცერტი ქალთა საერთაშორისო დღეს ეძთვნება