დენის შმიგალი ხუთივე ატომურ ელექტროსადგურზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნას ითხოვს

05 მარ 2022

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ხუთივე ატომურ ელექტროსადგურზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნას ითხოვს.

უკრაინის მთავრობის მეთაურმა ამ მოწოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ევროკავშირს მიმართა, რათა უზრუნველყონ ადგილზე მშვიდობისმყოფელების ჯგუფების ჩასვლა.