რუსეთმა "Twitter"-იც დაბლოკა

04 მარ 2022

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" ქვეყანაში "Facebook"-ის  შემდეგ "Twitter"-იც დაბლოკა.

"როსკომნადზორის" განცხადებით, ეს არის საპასუხო ღონისძიება რუსული მედიის ანგარიშების დაბლოკვისთვის.

მანამდე, რუსეთს დუმამ საჩქაროდ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინების ფიზიკური და იურიდიული პირების დასჯას, ვინც შეგნებულად გაავრცელებს "დამახინჯებულ ინფორმაციას" უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციის" თაობაზე.