სენატორმა ლინდსი გრეჰემმა პირდაპირ ეთერში პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდა 

04 მარ 2022

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში საზოგადოებას პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდა.

"ვინმემ რუსეთში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მოაშოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს", - თქვა სენატორმა.