03 მარ 2022
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა ამ წუთებში ბრესტში მიმდინარეობს. შეხვედრის დღის წესრიგში შემდეგი საკვანძო საკითხებია : ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; ზავი და ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად; განადგურებული ან ცეცხლის არეალში მყოფი სოფლებიდან და ქალაქებიდან. რუსული დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე გასულ ღამეს ჩავიდა. რუსული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ წინადადებების ბლოკი სამ ნაწილად იყოფა: სამხედრო-ტექნიკური ასპექტი, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილები.