ანზორ კუდბას იუბილე

22 დეკ 2016

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ანზორ კუდბას 75 წლისთავი აღნიშნეს. ბათუმელმა მწერლებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ქალაქის მერმა იუბილარს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა. ანზორ კუდბა 9 წიგნის ავტორია.