სისხლის დონაციის აქცია უკრაინელებისთვის

03 მარ 2022

საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად სამედიცინო ცენტრ “მედინაში“ სისხლის დონაციის აქცია დაიწყო.

დონაციის მსურველებს შეუძლიათ კლინიკას მიმართონ ყოველ სამუშაო დღეს, თვის ბოლომდე10:00-დან 16:00 საათამდე.