03 მარ 2022
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.
რომის წესდების მე-14 მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყების პროცესი დაჩქარდებოდა, თუ სიტუაციის შესახებ რომის წესდების მონაწილე სახელმწიფო მიმართავდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
დიდმა ბრიტანეთმა 37 მოკავშირე ქვეყანასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით გუშინ მიმართა.
ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით სულ 39-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ მიმართა. ამან საშუალება მისცა პროკურორს მოსამართლეთა ნებართვის გარეშე პირდაპირ გამოძიებაზე გადავიდეს.