აქციაზე დაკავებულების სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება

02 მარ 2022

ბათუმში მთავრობის სახლთან  აქციაზე  დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის  წარმომადგენელი ჩაერთო. 8 დაკავებული გუშინ ქობულეთში გადაიყვანეს. ხმაური აქციაზე რამდენიმე საათი გაგრძელდა.

მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ პროცესებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

დაკავებების პროცესი კი პუტინის მისამართით გინებას მოჰყვა.