02 მარ 2022
მოსკოვში აქციაზე დააკავეს ქალები და ბავშვები, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ აქციაზე, ყვავილებითა და პლაკატით: "არა ომს".
ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა გამოცემა Meduza-მ ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით გაავრცელა.
დაკავებულებს შორის არიან 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ქალები ბავშვებთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ ჩამოართვეს ტელეფონები, უყვიროდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ მშობლის უფლების ჩამორთმევით.
ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ხელში უჭირავთ ყვავილები და ფანქრებით გაფორმებული წარწერა: "არა ომს".
ამ დროისთვის ბავშვები უკვე გაათავისუფლეს, თუმცა წინ არის სასამართლო პროცესი, სადაც უნდა განისაზღვროს როგორც ჯარიმის ოდენობა, ასევე სხვა სახის სასჯელი.