ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო

01 მარ 2022

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო. 

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ირაკლი კუპრაძე, ბონდო თედორაძე, ლევან გორგილაძე და ბაჩუკი ჩხეიძე.

აჭარის მთავრობის სახლთან ამ დრომდე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.