01 მარ 2022
ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, როგორ ტოვებენ დიპლომატები დარბაზს.