საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

01 მარ 2022

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 14:34 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში დაფიქსირდა.

მისი სიდიდე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.