ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოდან

28 თებ 2022

უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი  გაიგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის  გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა პოლონეთის გავლით მიიღებს.