უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება ორშაბათს გაიმართება - უკრაინის შსს

27 თებ 2022

უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ორშაბათს გაიმართება, უკრაინის დროით დილის საათებში - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვაზე 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შედგა.