ფინეთი, ირლანდია და დანია, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

27 თებ 2022

რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ფინეთმა,ირლანდიამ და დანიამაც მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა.

მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.