ჯოხარ დუდაევის ბატალიონის წევრები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძოლებენ

27 თებ 2022

ჯოხარ დუდაევის ბატალიონის წევრები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეზე ბოლომდე იბრძოლებენ, რუსეთისა და კადიროვის წინააღმდეგ.

მიმართა სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაახლოებით ორ წუთიან ვიდეოში ისინი ამბობენ, რომ ნამდვილი ჩეჩნები უკრაინის გვერდით არიან, კადიროვის დაჯგუფების წევრები კი გამყიდველები არიან. 

"მე მინდა ხალხს ავუხსნა, რომ ნამდვილი ჩეჩნები დღეს იცავენ უკრაინას, მათ შორის დუდეავის ბატალიონის წევრები. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ უკრაინისთვის ბოლომდე. კადიროვის ბანდის წევრები არიან ქვეყნის გამყიდველები. ძვირფასო უკრიანელებო არ მიიღოთ ისინი , როგორც ჩეჩნები, ისინი არიან ჩეჩენი ხალხის სირცხვილი. ნამდვილი ჩეჩნები თქვენს გვერდით არიან"- აღნიშნულია მიმართვაში.