რუსულმა ძალებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

27 თებ 2022

რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ზიანის მასშტაბების შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა, სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს წინასწარი შეფასებით, მოსახლეობას სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ საფრთხე არ ემუქრება"- აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დარტყმა ღობეზე იყო. შენობა და კონტეინერები ხელუხლებელია.