ბათუმში სოლიდარობის აქციაზე უკრაინის დროშა გაშალეს -სოლიდარობის მესამე დღე

26 თებ 2022

დედაქალაქის გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა ბათუმშიც. მოქალაეები მესამე დღეა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყანაზე თავდასხმას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა გაშალეს უკრაინის დროშა და ჩართეს უკრაინის ჰიმნი. გაისმოდა შეძახილები - დიდება უკრაინას! თავისუფლება უკრაინას! არა პუტინს და ომს!

აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ უკრაინაში ოჯახის წევრები ჰყავთ, აშინებთ ფაქტი, რომ საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს. მათთვის წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკურ ინტერესებს უდანაშაულო ხალხი ეწირება.

ევროპის მოედანზე ბელარუსი დიასპორა, ადგილობრივები და სხვა პოლიტიკური ჯგუფები შეიკრიბნენ.