26 თებ 2022
ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში დიმიტრი მედვედევი, მიხეილ მიშუსტინი, ვლადიმირ მიშუსტინი და სერგეი ივანოვიც შეიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მედვედევმა, პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა, შს მინისტრმა კოლოკოლცევმა და ასევე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბუნების დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში, ივანოვმა, რომელიც ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრია, მხარი დაუჭირეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლების დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებას, რის გამოც მათზე ევროკავშირის სანქციები გავრცელდება.