რუსეთში "Facebook"-ზე წვდომას ნაწილობრივ ზღუდავენ

25 თებ 2022

რუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის, "როსკომნადზორიცნობით", რუსეთში ფეისბუკზე წვდომა იზღუდება.

„25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღიარა, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებების დარღვევაშია ჩართული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.