რუსეთს "ევროვიზია 2022“-ში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს

25 თებ 2022

რუსეთს „ევროვიზია 2022“-ში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება უკავშირდება შეშფოთებას, რომ უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, წლევანდელ კონკურსში რუსეთის მონაწილეობა კონკურსის რეპუტაციას ძირს გამოუთხრის", - ნათქვამია განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, EBU-ს წევრ მაუწყებლებთან ერთად, მათ შორის საქართველოს პირველ არხთან ერთად მიიღო.