რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს

25 თებ 2022

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგელობითი უფლება შეუჩერა, - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პროცესის ინიციატორები პოლონეთი და უკრაინა იყო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები, ევროპის საბჭო ღიად ტოვებს კომუნიკაციის არხებს.