საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ - ემანუელ მაკრონი

24 თებ 2022

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუშაობს მის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად ამ ომის დასასრულებლად.